ინსტრუქცია
იმისათვის, რომ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა ინტერნეტით აუცილებელია გაიაროთ შემდეგი საფეხურები:
  • პირადი ინფორმაცია
შეავსეთ ყველა ველი პირველ საფეხურზე, შეამოწმეთ შეყვანილი ინფორმაციის სისწორე და გადადით შემდეგ საფეხურზე. გაითვალისწინეთ, რომ 1 წლამდე და 70 წელზე მეტი ასაკის ადამიანები ვერ ისარგებლებენ აისი ჯგუფის სამოგზაურო დაზღვევის სერვისით. 60-65 წლის ასაკის ადამიანებისათვის მოქმედებს გაორმაგებული სადაზღვევო პრემია, ხოლო 66-70 წლის ასაკისთვის სადაზღვევო პრემია მრავლდება კოეფიციენტზე 2.5.
  • სადაზღვევო ინფორმაცია
შეავსეთ სადაზღვევო ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ პოლისის ტიპს, გესაჭიროებათ ერთჯერადი თუ მულტი პოლისი ?! მიუთითეთ მოგზაურობის ქვეყანა, სადაზღვევო ლიმიტი და მოგზაურობის მიზანი. 

აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი მომსახურეობა - ბარგის დაზღვევა. ბარგი ეზღვევა მიმართულებების (გზების) მიხედვით, თითო გზის პრემიაა 5 ლარი. გზად (მიმართულებად) ითვლება გამგზავრების ქალაქიდან დანიშნულების ქალაქამდე მგზავრობა. თუ მიფრინავთ ამერიკაში, გერმანიის გავლით, ეს მოგზაურობა ჩაგეთვლებათ 1 გზად, გადაჯდომა, გადაჯდომისათვის შეჩერება არ ითვლება გზად (მიმართულებად).

არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ ხელშეკრულებას და პირობებსა.
  • ელექტონული მაღაზია
ამ ეტაპზე ხედავთ თუ რა ტიპის დაზღვევა აირჩიეთ, კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება გადაამოწმოთ შეკვეთა. აქვე შეგიძლიათ აირჩიოთ მოგზაურობისათვის აუცილებელი ნივთები, რომელთაც კურიერი პოლისთან ერთად მოგიტანთ.

არ დაგავიწყდეთ ტრანსპორტირების მეთოდის მითითება. თუ მიწოდების მისამართი განსხვავდება პირად ინფორმაციაში მითითებული მისამართისაგან, გთხოვთ მიუთითოთ შესაბამის ველში, ამისათივს საჭიროა გათიშოთ ავტომატურად მონიშნული უჯრა "მისამართი და ტელეფონი იგივეა რაც შეყვანილ იქნა პოლისში".

შენიშვნა: თუ აპირებთ ერთზე მეტი პოლისის შეძენას, ყოველი ახალი პოლისის შეძენისას შეგიძლიათ მიუთითოთ "გადახდილია წინა შეკვეთასთან ერთად". თუ წინა პოლისი ჯერ არ არის გამოგზავნილი, აღარ მოგიწევთ ახალი პოლისის ტრანსპორტირების საფასურის გადახდა.
  • ანგარიშსწორება
მას შემდეგ, რაც გაივლით წინა სამ ნაბიჯს, თქვენ გადახვალთ ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც თანხის გადახდა ხორციელდება საბანკო ბარათით. ეს არის შეძენის ბოლო საფეხური. ანგარიშსწორების საფეხური არის სრულიად დაცული, იგი ხორციელდება ერთ-ერთი ბანკის საბარათე ანგარიშსწორების პლატფორმით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. 

არ დაგავიწყდეთ დააწკაპუნოთ ღილაკზე "ვებგვერდზე დაბრუნება", მას შემდეგ რაც განახორციელებთ ანგარიშსწორებას.

გთხოვთ, პოლისის მიღებისას, თან იქონიოთ პასპორტი!

აი სი ჯგუფი ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ !