გამოყენების პირობები
ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვები “თქვენ” და “მომხმარებელი” ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოხმარების წესები.  

1. ზოგადი პირობები  

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები (შემდგომში „მოხმარების წესები“) არეგულირებს www.ictravel.ge ვებგვერდის (www.ictravel.ge) გამოყენების პირობებს. რომლის ძირითადი ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ფალიაშვილის. ქ. 85 / მოსაშვილის ქ. 24 და საქართველოს საგადახდო ინსპექციაში სარეგისტრაციო ნომრით 204491344. თქვენს მიერ შპს. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფიშპს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფისwww.ictravel.ge ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები.ცალკეული პროდუქტების ან მომსახურებების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისებისთვის დადგენილ პირობებს.   

2. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე  

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც www.ictravel.ge სანდოდ მიიჩნევს. www.ictravel.ge და მესამე მხარეები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ან პირობას, არც ნაგულისხმევს და არც პირდაპირს, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია სწორი, სრული ან განახლებული. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. www.ictravel.ge არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე ან/და როგორც მომსახურების მომწოდებლის რეკომენდაცია, თუ თავად მომსახურების მომწოდებელი აშკარად არ იუწყება საწინააღმდეგოს. www.ictravel.ge არ მიაწვდის ამ პროდუქტებს და მომსახურებებს ნებისმიერ პირს, თუ მისი აზრით (და იმ პირობით, რომ www.ictravel.ge არ არის ამის შემოწმებაზე ვალდებული) ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან წესები ან სხვა დაკავშირებული კანონმდებლობა.ამასთანავე თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენ მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ(i)  www.ictravel.ge-ისთან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას, მის წარმომადგენლებს ან ინფორმაციის მომწოდებლებს; (ii) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით;და(iii) როდესაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლება ან ვალდებულება ან/და გვაქვს ნებართვა ან იძულებული ვართ გავამჟღავნოთ ეს ინფორმაცია.თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ ან მიზანშეწონილად. თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად. ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს, თვალყურისდევნებას და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე, თვალყურისდევნებაზე და ჩაწერაზე. ვებგვერდზე მუშაობისას თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას.   

3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა  

ამ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, გთხოვთ, ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შეფასებისას ითხოვოთ პროფესიონალების რჩევა საჭიროების მიხედვით. ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დაშვებადობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ვებგვერდის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით ანუ“როგორც არის”. www.ictravel.ge, ჩვენთან აფილირებული პირები და მესამე მხარეები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის ყოვეგვარი ნაგულისხმევი გარანტიებისგან რაც ეხება სყიდვითვარგისიანობას, მესამე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევას, ვირუსებისგან ან სხვა დამაზიანებელი კოდებისგან თავისუფლებას ან რაიმე მიზნისთვის ვარგისიანობას. www.ictravel.ge, ჩვენთან აფილირებული პირები ან მესამე მხარეები პასუხს არ აგებენ ამ ვებგვერდის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე,შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ მიერ არ ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით. www.ictravel.ge პასუხს არ აგებს დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე(მათი ხასიათის მიუხედავად, იქნება ეს პირდაპირი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, დამახასიათებელი, გამომდინარე თუ სადამსჯელო ან საჯარიმო დანაკარგებზე, მათ შორის და არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებზე და განაცდურზე) ან გაცდენილ ხელსაყრელ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებგვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერ ვალდებულების(დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი ვალდებულების ნორმებს თუ სხვა საფუძველს.   

4. საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები  

www.ictravel.ge და მესამე მხარეები, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული, ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას © და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუქცია, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება. საიტზე არსებული სავაჭრო ნიშნები და ლოგოები არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გამოქვეყნებული ან გავრცელებული უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეც. www.ictravel.ge-ის ვებგვერდზე არსებული ფორუმების, სასაუბრო (ჩეთის) ოთახების, დებატების და სხვ. მონაწილეებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან რომლებზეც სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც წარმოადგენს მასალას, და როდესაც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს www.ictravel.ge-ის მიერ ამ მასალის შენახვაზე, გავრცელებაზე ან გამოქვეყნებაზე, ელექტრონულად ან სხვა ფორმით.   

5. შესაძლო შეფერხებები (წყვეტები) მომსახურებაში 

თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ამ ვებგვერდზე შესასვლელად და სარგებლობისთვის. ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, შეფერხებული, შეზღუდული ან შენელებული ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით: აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა; პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული ხარვეზები (bugs), შეცდომები (errors), ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემების, დამხმარე პროგრამების (utilities) და შემსრულებელი პროგრამების (applications) ურთიერთშეუთავსებლობა, ქსელთაშორისი ფარი (firewalls) და შემმოწმებელი პროგრამების (screening programs) მუშაობა, არაწაკითხვადი კოდები ან უწესივრობა ცალკეულ დოკუმენტებში ან სხვა შიგთავსში; სისტემის გადატვირთულობა; ზიანი, რომელიც გამოწვეულია უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური მოვლენებით, უბედური შემთხვევით, ხანძრით, წყლის გაყვანილობის დაზიანებით, აფეთქებით, მექანიზმის ავარიით ან ბუნებრივი კატასტროფებით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი. თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. www.ictravel.ge პასუხს არ აგებს ასეთ ზიანზე.   
  
6. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები (links)  

მაშინ, როდესაც www.ictravel.ge გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან, ეს არ ნიშნავს, რომ www.ictravel.ge რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებსმომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და შპს. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფიაისი ჯგუფი არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. www.ictravel.ge-ის არ შეუმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე. გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.  
 
7. სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)

www.ictravel.ge ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ქუქის. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენ მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად. არსებობს ორი ტიპის ქუქი. პირველი ტიპი, რომელსაც მუდმივ ქუქის (persistent cookie) უწოდებენ, ინახება ფაილში თქვენ მყარ დისკზე გარკვეული დროით. www.ictravel.ge იყენებს მუდმივ ქუქის იმისათვის, რომ დააფიქსიროს მნახველის ნავიგაცია ვებგვერდზე და შეაგროვოს სტატისტიკური მონაცემები. ქუქის სხვა ტიპი, რომელსაც სესიის ქუქი (session cookie) ეწოდება, ინახება მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, რა დროშიც თქვენ ახდენთ ნავიგაციას საიტზე. შპს. სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფიაისი ჯგუფის ინტერნეტ მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ უნდა დაეთანხმოთ სესიის ქუქის გამოყენებას. სესიის ქუქის www.ictravel.ge იყენებს იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო როდესაც თქვენ დატოვებთ www.ictravel.ge ვებგვერდს ან დახურავთ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) – სესიის ქუქი თავისით წაიშლება. თუ თქვენ არ დაეთანხმებით ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სანავიგაციო პროგრამის (Internet Explorer, Mozilla, Firefox და სხვა) უსაფრთხოების რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ დაეთანხმებით სესიის ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ ვერ შეძლებთ ტრანზაქციების და სხვა მოქმედებების შესრულებას www.ictravel.ge ვებგვერდზე.  

8. გაფრთხილება უცხოელი მომხმარებლებისთვის  

ეს ვებგვერდი ძირითადად გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზარზე მომსახურების მიღებით. აქ რეკლამირებული პროდუქტები და მომსახურებები, როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი კერძო მომხმარებლებისთვის ან შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი საგადასახადო და სხვა თვალსაზრისით. რეკლამების ან/და განცხადებების ხასიათისა და შინაარსის მიხედვით, რომლებიც დროდადრო შეიძლება დაიდოს ამ ვებგვერდზე, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაციის ან რჩევების მიღება სამართლის, საგადასახადო ან ინვესტირების სპეციალისტებისგან.  
 
9. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია  

ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა და აწარმოებთ თუ არა ბიზნესს საქართველოში. www.ictravel.ge -ის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენს მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ www.ictravel.ge თავის ყოველგვარი სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასთან ან მისით სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.

ეს ვებგვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებგვერდის გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ანდა ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებგვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენ რისკზე. თქვენი კონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს იურიდიულ მრჩეველს.

თუ ამ მოხმარების წესების რომელიმე წესის ან დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან. ეს მოხმარების წესები ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც თქვენ დადებული გაქვთ www.ictravel.ge-თან. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები ამ მოხმარების წესებსა და დებულებებში ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.