პირობები
იცოდით, რომ ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მომხმარებელს ონლაინ სამოგზაურო დაზღვევა შესთავაზა?! ეს პროექტი სპეციალურად მათთვის შეიქმნა ვინც ბევრს მოგზაურობს, საკუთარ ტურს ინტერნეტით ჯავშნის და რაც მთავარია არ სურს მეტი თანხა დახარჯოს შუამავლებზე.

შეავსე მარტივად, გადაიხადე პლასტიკური ბარათით და ჩვენს ელექტრონულ მაღაზიაში შეძენილ პოლისს კურიერი ადგილზე მოგართმევთ.

რას გთავაზობთ ჩვენი სამოგზაურო დაზღვევა?

აი სი ჯგუფის სამოგზაურო დაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, აგრეთვე მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისი და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ და თანაც კურიერი სახლში ან სამსახურში მოგართმევთ პოლისს.

ერთჯერადი პოლისი - საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც კონკრეტული ვადით გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და თქვენს მოგზაურობას არ აქვს რეგულარული ხასიათი. შეიძინეთ ერთჯერადი პოლისი იმ ვადით, რა ვადითაც აპირებთ ქვეყნის დატოვებას.

მრავალჯერადი სამოგზაურო პოლისი (მულტიპოლისი) - თავიდან აგაცილებთ ზედმეტ პროცედურებს და საშუალებას მოგცემთ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ ერთი პოლისით.

ბარგის დაზღვევა - დამატებით მხოლოდ 5 ლარად თქვენ შეძლებთ დააზღვიოთ ბარგი და მისი დაკარგვის შემთხვევაში მიიღოთ 20 აშშ დოლარი თითოეულ კილოგრამზე. (მაქსიმალური ანაზღაურება 500 აშშ დოლარი).

სადაზღვევო დაფარვა  ლიმიტი 50 000 ევრო
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება  V
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება  V
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურება  V
დაზღვეულის რეპატრიაცია  V
დაზღვეულის თანმხლები პირის რეპატრიაცია  V
ვადაზე ადრე დაბრუნება  V
დამატებითი სერვისი  
ბარგის დაკარგვა  V

რა ღირს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი?

სამოგზაურო პოლისის ფასი დამოკიდებულია დამზღვევის ასაკზე, პოლისის ხანგრძლივობასა და არჩეულ ქვეყნებზე.


ევროტურის დაზღვევა 

ახალი პროდუქტი აი სი ჯგუფში  გადადი  საზღვარზე მშვიდად 
საზღვრის ვერ გადალახვის შემთხვევაში აი სი ჯგუფი აგინაზღაურებთ:
  • ავიაბილეთის საფასურს
  • სასტუმროს საფასურს 
სადაზღვევო ლიმიტი  პრემია
800 ლარი 20 ლარი
1200 ლარი 25 ლარი
2000 ლარი 35 ლარი
3000 ლარი 55 ლარი

რით არის გამორჩეული აი სი ჯგუფის დაზღვევა?
  • გამარტივებული პირობები
  • დაზღვევის დაჩქარებული პროცედურა
რა არის საჭირო სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად?